ჩემი ბლოგი

August 6, 2009

ომის ანატომია, ნაწილი 1

Filed under: კონფლიქტები და ანალიზი — Tazo Demetrashvili @ 3:48 pm

აგვისტოს ომზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. გამოქვეყნდა უამრავი სტატია, შეიქმნა რეპორტაჟები, დოკუმენტური ფილმები და ა.შ სამხედრო ექსპერტები მსჯელობდნენ ომის შედეგებსა და იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება. არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ომის თავიდან აცილება ყოველთვის შესაძლებელია.

2008 წელი იქით იყოს და კარს ახალი ომი მოგვადგა. პროვოკაციები არ წყდება, ყოველდღე ჩვენს პოლიციელებს ცეცხლს უხსნიან, საინფორმაციო ომი აპოგეას აღწევს..ახლოვდება 7 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ რუსები ომის დაწყების თარიღად რატომღაც 8 აგვისტოს მიიჩნევენ (ჩემს ერთ-ერთ პოსტში ომის დაწყების თარიღად მეც 8 აგვისტოს მივიჩნევ. ვაღიარებ, რომ ვცდებოდი). ამით ისინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. პროპაგანდისტულ ფილმებსა თუ რეპორტაჟებში ომის დაწყების კადრებად მოყვანილია ქართველი არტილერისტების მიერ “გრად”-ის სისტემის რეაქტიურლი-საარტილერიო დანადგარებიდან ჯავის მიმართულების ცეცხლის გახსნის კადრები. თითქოს ეს “გრად”-ები ცხინვალისკენ მიფრინავდნენ…საქმე იმაშია, რომ ეს ხდებოდა 7 აგვისტოს, დაახლოებით 23 სთ-სა და 40 წთ-ზე, და არა 8 აგვისტოს. მაშ რატომ ატრიალებენ ამ თარიღს რუსები?რატომ 8 აგვისტო?ამაზე პასუხი მარტივია: რუსული არმია აქტიურ საბრძოლო მოქმედებაში ზუსტად 8 აგვისტოს ჩაერთო. 8 აგვისტოდან იწყება ქართული ქალაქების დაბომბვა, 8 აგვისტოდან იწყება რუსების მიერ ცხინვალის საარტილერიო დამუშავება, ქართული შენაერთების ქალაქიდან გამოსაძევებლად. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა იმდენად გახურებული იყო, რომ ეს თითქოსდა მცირე დეტალი რატომღაც გამოეპარათ. როგორც ჩანს, რუსულ საზოგადოებაში ამაზე დიდად არ ფიქრობენ. მათთვის ყველაფერი ნათელია: სააკაშვილის რეჟიმმა სასტიკი გენოციდი მოუწყო ოს ხალხს! მერე რა რომ თავად სიტყვა “გენოციდი” არანაირად არ ჯდება ლოგიკაში?სამაგიეროდ, კარგად ჟღრს. გაიხსენეთ გაერო-ში რუსეთის ელჩის, ჩურკინის გამოსვლა. მან განაცხადა, რომ ცხინვალში დაღუპულია 2000 მშვიდობიანი მოსახლეობა. დღემდე ვეძებ ინტერნეტში თუნდაც 300 დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების სურათებს…ვერ ვპოულობ. რა ვერც ვიპოვი. რომ ყოფილიყო ამხელა მსხვერპლი, ოსები და რუსები ამას სათანადოდ გამოიყენებდნენ…

პროპაგანდა ომის ანატომიის განუყოფელი ნაწილია. 20-ე საუკუნეში, მედიის როლი ომში მნიშვნელოვანი გახდა. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მისი მართვა და სასურველ კალაპოტში ჩაყენება ომის მოგების ერთ-ერთი საწინდარი გახდა. საომარი სტრატეგიის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა მედიასაშუალებების როლი. საზოგადოებამ გამოიჩინა ინტერესი არა მარტო შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკისადმი. ამის ნათელი ნიშნები იკვეთება პირველ მსოფლიო ომში, როდესაც გერმანიამ ომის დაწყებამდე აქტიური საინფორმაციო პროპაგანდისტული კამპანია გააჩაღა. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ეს მის სასარგებლოდ მუშობდა. თუმცა საბოლოო ჯამში ის კრახით დასრულდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანიის დამარცხებაში.

მეორე მსოფლიო ომი და ფაშისტური გერმანია პროპაგანდისა და საინფორმაციო ომის ედემად იქცა. ჰიტლერის მმართველობის პერიოდში შემუშავდა და განხორციელდა მედიაომის წარმოების ყველა ხერხი თუ მიდგომა, რომელიც წარმატებულად გამოიყენება 21-ე საუკუნეშიც კი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს პროპაგანდა…ბევრი ექსპერტი და ისტორიკოსი ეთანხმება თეორიას, რომ ჰიტლერი საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. ცნობილი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომში იყო მომენტები, როდესაც ინიციატივა მთლიანად ნაცისტების ხელში იყო და არსებობდა შანსი, რომ გერმანელები ამ ომს მოიგებდნენ…საუბარი იმაზე, თუ რა მომენტში დაკარგა გერმანიამ ეს ინიციატივა, შორს წაგვიყვანს. უბრალოდ აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მთელი ომის განმავლობაში, ბერლინის დაცემის წინა დღეებშიც კი, ჰიტლერს ბოლომდე სჯეროდა საკუთარი გამარჯვების. ან დააჯერეს…

მაგალითებზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა დავუბრუნდეთ საქართველოს…აგვისტოს ომის გასაანალიზებლად საჭიროა, ჩემი აზრით, მცირე ისტორიული ექსკურსი.  ათვლის წერტილად უნდა ავიღოთ არა თავად ომის ფაქტი, არამედ მიზეზი, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება.

to be continued…

Advertisement

Leave a Comment »

No comments yet.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Theme: Silver is the New Black. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.